ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი

ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი — ენციკლოპედიური ლექსიკონი, შექმნილი კომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტის“ პროექტით. პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2011 წლის 26 სექტემბერს. ეს არის პირველი ბიოგრაფიული საცნობარო გამოცემა, რომელშიც საქართველოში კინოს შემოსვლიდან დღემდე ქართული კინოს ისტორიაა წარმოდგენილი.
ლექსიკონში ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ, სამეცნიერო-პოპულალურ და ანიმაციურ კინოში მოღვაწე ძირითადი შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლების - რეჟისორების, სცენარისტების, მსახიობების, ოპერატორების, მხტავრების, კომპოზიტორებისა და ხმის ოპერატორების, პროდიუსერების, კინოისტორიკოსების, თეორეტიკოსებისა და კინოკრიტიკოსების შესახებ ბიოგრაფიულ-ფილმოგრაფიული ხასიათის ცნობებია თავმოყრილი.
გამოცემის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია მარინა კერესელიძე.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98