ვასილ ამაშუკელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვასილ ამაშუკერი (დ. 14 მარტი,
1886,
ქუთაისი – 1 დეკემბერი,
1977,
თბილისი) – პირველი ქართული
დოკუმენტური ფილმის ავტორი.
1908 წელს მან
ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ქართველი სცენის მოღვაწენი", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით" და სხვა. ხოლო
1912 წელს ფირზე აღბეჭდა
აკაკი წერეთლის მოგზაურობა
რაჭა–ლეჩხუმში (ასევე ეწოდა ამ ფილმს).
სწავლობდა ქუთაისში ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში.
1908 წელს დაამთავრა ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილების კურსები. ამაშუკელი პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტია. მისი ფილმები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, სოციალური სიმახვილითა და მხატვრული სიმართლით. 1908 წელს ამაშეკელმა ბაქოში შექმნა ფილმები: "ქართველი სცენის მოღვაწერნი", "გუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან ს. ესაძის მეთაურობით", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით" და სხვა. 1910 წელს ქუთაისში გადაიღო ფილმები:"გვირილობა", "ქ. ქუთაისის ხედები", "ქუტაისის საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ფერმა სოფ. ჭომაში", "ლადო ალექსი-მესხიშვილის იუბილე" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი "
აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია. ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ დოკუმენტურ კინემატორგაფიას.