ქრისტინე — პირველი ქართული მხატვრული ფილმი, დრამა, 5 ნაწილი, 70 წუთი. შავთეთრი მუნჯი ფილმი; გადაღებული 1916-18 წლებში
ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.
ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია
ალექსანდრე წუწუნავა.
როლებში:
ანტონინა აბელაშვილი (ქრისტინე),
გიორგი ფრონისპირელი (იასონი),
ვასო არაბიძე (დათია),
სოფიო ყიფშიძე (მარიკა), მ. გოგოლაშვილი (სონა), ბ. როსტომაშვილი (ნატა),
ცეცილია წუწუნავა (მარინე),
ვასო აბაშიძე, ი. ზურაბიშვილი,
ნიკო გვარაძე, თ. გაჩეჩილაძე,
სიმონ ჟივიძე, პ. ფრანგიშვილი, ს. თარალაშვილი, ვ. მატარაძე, გ. იორდანიშვილი.
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ეგნატე ნინოშვილის ქრისტინეს მიხედვით გადაღებული ფილმი რევოლუციამდელი გლეხი ქალის ბედუკუღმართ ცხოვრებას ასახავს. ღარიბ გოგონას გარყვნილი აზნაური აუპატიურებს. შეურაცხყოფილი ქალი ვეღარ უძლებს ოჯახისა და გარშემომ მყოფთა საყვედურებს და თავის დახრჩობას გადაწყვეტს. თუმცა ამაშიც არ უმართლებს. მას გამვლელი გადაარჩენს და ქალაქში თან წაიყვანს. ქალაქში ქრისტინე საროსკიპოში მოხვდება. საბოლოოდ ქალს ავადმყოფობაში და მათხოვრობაში ამოხდება სული.